ნიკა გვარამია – ​ფაშინიანით მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ

10:01, 17.08.2026

​ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ, – ამის შესახებ ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას” ეთერში განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია.

„რამდენიმე წელია, მივხვდი, რომ ასე არ გამოვა. ზოგადად, ტრავმებთან დაკავშირებით მგონია, რომ ასე არ გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს. ფაშინიანით სინამდვილში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან მთავარი, რაც გააკეთა – მე ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობების პოლიტიკოსები მინახავს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც რეფორმების მიმართულებით და ბევრი არაფერი ხდება ამ მხრივ სომხეთში და საერთაშორისო, ასე ვთქვათ, უნარებით, მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამას, ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის ტრავმების დამარცხება. ეს გააკეთა მოკლე ვადაში, რაც ძალიან რთული ამბავია სინამდვილეში. ამას დეკადები სჭირდება, რადგან ეს მუშავდება საუკუნეების განმავლობაში, ოღონდ გააკეთა უმოკლეს ვადაში. მაგალითად, არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან. თქვა, რომ იცი რა, არ არის ეს არარატი მართლა ჩვენთანო. კი, ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი. ამიტომ, თუ გვინდა, თურქეთთან პრობლემა გვქონდეს, ეხატოს ეს არარატი, მაგრამ ვიქნებით ღარიბები და რუსეთზე მიბმულები. თუ არ გვინდა, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ამოვიღოთ შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენს ტერიტორიაზე, თურქეთთან ურთიერთობა დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც, გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით.

იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით. რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიული იყო ყარაბაღი, მასე, ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია, ქართველებმა ვედავოთ სომხებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი