თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს მას ანალიზები ჩაუტარდება, რომელთა პასუხებიც საღამოს გახდება ცნობილი.

როგორც კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შედარებით უკეთესია თენგიზ ცერცვაძის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბინაზე მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ, დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა, ტემპერატურამ 38.0-ს მიაღწია, რის გამო ცერცვაძე კლინიკაში გადაიყვანეს.

დაფიქსირდა ორმხრივი „კოვიდ“-პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით, აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“.