თენგიზ ცერცვაძე – საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს დაქვემდებარეში არსებული ოთხი კლინიკა მზად იქნება ინფიცირებულთა მისაღებად

14:58, 14.03.2020

პრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომ თუ აქამდე მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო იღებდა კორონავირუსით ინფიცირებულებს, დაემატოს კიდევ სამი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკა,  – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კლინიკები მზად იქნებიან პაციენტების მისაღებად საჭიროების შემთხვევაში.

„უკვე გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღებები იქნება: ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც მთლიანად დაიცლება – იქ 140 საწოლია, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება და ავადმყოფების მიმღები გახდება და გორის ჰოსპიტალი, სადაც ასევე არის დაახლოებით 140 საწოლი. პლუს, ამას ემატება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ხვალისთვის ამ კლინიკებში ჯამში, 420 საწოლი გათავისუფლდება.

 

მსგავსი