თენგიზ ცერცვაძე - მოსახლეობამ არასწორად გაიგო შეზღუდვების მოხსნა
თენგიზ ცერცვაძე - მოსახლეობამ არასწორად გაიგო შეზღუდვების მოხსნა

ვალდებულებები არ მოხსნილა, მოიხსნა ის შეზღუდვები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია ე.წ. დელტა შტამის გავრცელება, თუმცა არა ერთადერთი.

„დელტა შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით ორჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას. დელტა შტამი ცალსახად ერთ-ერთი მიზეზია ინფიცირებულთა ზრდის. მეორე მიზეზია ის, რომ მოსახლეობამ არასწორად გაიგო იმ შეზღუდვების მოხსნა, რაც განხორციელდა. ჩათვალეს, რომ შეზღუდვები, რომლებიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირი ვალდებულება მოიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ვალდებულებები არ მოხსნილა, მოიხსნა ის შეზღუდვები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადეების ტარება დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ერთადერთი ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, ეს არის ქორწილი, ჭირის სუფრა, თუნდაც დიდი დაბადების დღეები, შეკრებები, კონფერენციები, აქციები, მიტინგები. ყველაფერი ამისგან ცოტა ხანს თავი შევიკავოთ, სანამ ეს ტალღა ან ბუნებრივად არ წავა კლებისკენ, ან ქვეყანაში იმდენი იმუნური ფენა არ გვეყოლება, რომ უკვე ამან გახადოს შესაძლებელი ზრდის ტენდენციის შეჩერება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმითეპიდვითარება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო, რადგან კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უძლებს დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის. ამასთან, ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორს ვიდრე შეუძლია, მიიღოს ზრდადი დატვირთვები და ნორმალურად მართოს პაციენტთა ნაკადი, შეზღუდვების შემოღებას არ პროგნოზირებს და არც მხარს უჭერს.