თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის სექტორს ვიდრე შეუძლია, მიიღოს ზრდადი დატვირთვები და ნორმალურად მართოს პაციენტთა ნაკადი, შეზღუდვების შემოღებას არ ვპროგნოზირებ და არც მხარს ვუჭერ
თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის სექტორს ვიდრე შეუძლია, მიიღოს ზრდადი დატვირთვები და ნორმალურად მართოს პაციენტთა ნაკადი, შეზღუდვების შემოღებას არ ვპროგნოზირებ და არც მხარს ვუჭერ

შეზღუდვების შემოღება-არშემოღება ახალი შემთხვევების რიცხვით იმდენად არ უნდა განისაზღვროს, რამდენადაც იმით, ჯანდაცვის სექტორი რამდენად იქნება მზად, გაუძლოს გაზრდილ დატვირთვებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება, რა რიცხვი უნდა იყოს, რომ დაწესდეს შეზღუდვები, ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა. ეს სამთავრობო უწყებებისა და დაავადებათა კონტროლის საქმეა. მე იმას ვიტყოდი, რომ ახალი შემთხვევების რიცხვით იმდენად არ უნდა განისაზღვროს შეზღუდვების შემოღება-არშემოღება, რამდენადაც იმით, ჯანდაცვის სექტორი რამდენად იქნება მზად, გაუძლოს ამ გაზრდილ დატვირთვებს. სანამ ჯანდაცვის სექტორს შეუძლია, რომ მიიღოს ზრდადი დატვირთვები და ნორმალურად მართოს პაციენტთა ნაკადი, მანამდე შეზღუდვების შემოღებას და უკან დაბრუნებას, მე არ ვპროგნოზირებ და არც მხარს ვუჭერ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ეპიდვითარება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო, რადგან კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უძლებს დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის.