ხოსება ეჩებერია „ტენერიფეს“ მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაცია მისი განთავისუფლების შესახებ ოფიციალურად უკვე გავრცელდა და თავად ბასკმა სპეციალისტმაც დაადასტურა „ტვიტერის“ საშუალებით. წარსულში „რეალ სოსიედადისა“ და ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელი მადლობას უხდის კლუბის ხელმძღვანელობას და გუნდს წარმატებას უსურვებს.
„ტენერიფე“ ესპანეთს რანგით მეორე დივიზიონში, „ლიგა ადელანტეში“ გამოდის და ეჩებერიას ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ ხუთ მატჩში მხოლოდ სამ ფრეს მიაღწია, ორი მატჩი კი წააგო. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა მწვრთნელის განთავისუფლების მიზეზი.
ვინ შეცვლის ეჩებერიას, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა არაოფიციალური ცნობებით, ეს იქნება ხოსე ლუის ოლტრა, რომელიც „ტენერიფეში“ 2007-2010 წლებში მუშაობდა და 2009 წელს უმაღლეს დივიზიონში გადასვლა მოახერხა.