ესპანურმა გამოცემამ კაკაბაძე გააკრიტიკა - მას „ტენერიფეს“ მწვრთნელი არ ენდობა
ესპანურმა გამოცემამ კაკაბაძე გააკრიტიკა - მას „ტენერიფეს“ მწვრთნელი არ ენდობა

სამწუხარო შეფასებაა – საქართველოს ნაკრების მცველი, ოთარ კაკაბაძე ესპანეთში გადასვლის შემდეგ ყველაზე მკაცრად გააკრიტიკეს. გამოცემა „ელდორსალის“ ჟურნალისტმა სეგუნდადივიზიონისტენერიფეში“ 25 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი იმედგაცრუებად მონათლა.

წერილის („კაკაბაძემ „ტენერიფე“ ვერ გააძლიერა და მის შემცვლელს ეძებენ“) ავტორი ამტიცებებს, ის გუნდის ახალწვეულებში ყველაზე ცუდად გამოიყურება.

„ოთარ კაკაბაძემ „ტენერიფეს“ ფეხბურთელების ახალწვეულებს შორის ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა. მას ბევრი სათამაშო დრო არც ჰქონდა, მაგრამ ჩატარებული მატჩებშიც მისი გამოსვლა ისეთი არ იყო, როგორსაც ელოდნენ. ამ ვითარებიდან გამოსავალი არის – მაშინ ქართველი დარჩება, მაგრამ გუნდი მის პოზიციაზე სხვას მოძებნის. „ტენერიფეს“ მწვრთნელი ლუის მიგელ რამისი არ ენდობა ოთარ კაკაბაძეს, როგორც გუნდის სასტარტო შემადგენლობის მცველს. ჯერჯერობით ამ ადგილას შაკ მური თამაშობს, მაგრამ მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ამერიკელი გუნდისთვის უფრო სასარგებლო არა ფლანგზე, არამედ, ცენტრიდან იქნება“, – წერს გამოცემა.

გამოცემა „ელდორსალის“ ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ქართველის ადგილზე კლუბი მარჯვენა მცველს ეძებს: „ამ მიზეზით, „ტენერიფეს“ სპორტულ დირექტორს, ხუან კარლოს კორდეროს აქვს დავალება, რომ მარჯვენა მცველი მოძებნოს. ამ მიზნით მან ძველი ნაცნობი, ლუის პერესი გაიხსენა (რომელიც ზაფხულში „ტენერიფედან“ „ვალიადოლიდში“ გადავიდა), მის გუნდს დაუკავშირდა და შესაძლო იჯარაზე დაელაპარაკა. ოთარ კაკაბაძე „საბადელთან“ დამარცხებისას გამოირჩეოდა. მისმა ჩამოსვლამ დიდი ენთუზიაზმი არ გამოიწვია და შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ფანები კვლავ იმავე აზრზე არიან“.