თემურ ქეცბაია - ნაკრებიდან წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ფეხბურთში შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს #1TVSPORT
კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია Cytavision Goal&Roll შოუს ახალი სეზონის პირველი სტუმარი იყო და აღნიშნა, რომ ნაკრების თამაშებზე ცოტა გულშემატკივარი დადის, რაც ფეხბურთელებს მოტივაციას უკლავს. ქეცბაიამ აღნიშნა, რომ ნაკრებში მუშაობით კმაყოფილია, მაგრამ თუ შედეგი არ ექნება, არ არის გამორიცხული, თანამდებობა დატოვოს.
„შედეგის მისაღწევად ქომაგების დახმარება გვჭირდება, ვინც სტადიონზე მოვა და გვიგულშემატკივრებს. ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს წინააღმდეგ რომ ითამაშა, ტრიბუნაზე სტუმართა გულშემატკივარი უფრო მეტი იყო, რაც გულდასაწყვეტია. „ომონიის“, „ანორთოსისის“, აპოელ-ისა და სხვა კვიპროსული კლუბების თამაშებს 18-20 ათასი ადამიანი ესწრება, მაგრამ ქვეყნის მთავარი გუნდის თამაში არ აინტერესებთ.
ნაკრების მატჩებზე 2000 ქომაგიც კი არ მოვიდა, ბიჭები იმედგაცრუებულნი დარჩნენ. გამოჩნდნენ ახალგაზრდა ტალანტები, მათ გულშემატკივრის მხარდაჭერა სჭირდებათ. მიმაჩნია, რომ ეროვნული ნაკრების ყველაზე დიდი წარმატება სტადიონზე ხალხისა და ჟურნალისტების დაბრუნება იქნება.
…სათადარიგოთა სკამზე ყოფნა და ყოველდღიური მუშაობა მენატრება, ფედერაციის პრეზიდენტს ველაპარაკე და დავპირდი, რომ კარგი კონტრაქტის შემთხვევაში ნაკრებიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან აქ მუშაობით კმაყოფილი ვარ. შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს, მაგრამ ფეხბურთში შედეგებს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.