მაჩალიკაშვილის მშობლების განცხადებით, მათ შვილს ხელში ტელეფონი ეჭირა, სამართალდამცავებს კი ხელყუმბარა ეგონათ
მაჩალიკაშვილის მშობლების განცხადებით, მათ შვილს ხელში ტელეფონი ეჭირა, სამართალდამცავებს კი ხელყუმბარა ეგონათ

დუისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მეგობრის განცხადებით, სპეცოპერაციის დაწყებამდე მაჩალიკაშვილმა მას შეტყობინება გაუგზავნა. რამაზ მარგოშვილმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოჯახის წევრებთან დღეს მობილური ტელეფონიც მიიტანა.

მისი თქმით, მაჩალიკაშვილისგან ბოლო შეტყობინება 3 საათსა და 39 წუთზეა მოსული. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია სწორედ ამ დროს დაიწყო. მათივე ინფორმაციით, სპეცრაზმის ოთახში შესვლის დროს მათ შვილს ხელში ტელეფონი ეჭირა, სამართალდამცავებს კი, ხელყუმბარა ეგონათ.

სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

სუს-მა სოპეცოპერაცია დუისში  ჩააატარა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.