თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს
თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განაცხადა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკა გარდაცვლილის ადვოკატებმა, მათშორის მარიამ კუბლაშვილმა და გარდაცვლილის მამამ უკომენტაროდ დატოვეს.

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.