თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი დუისში გადაასვენეს
თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი დუისში გადაასვენეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი დუისში გადაასვენეს, მას ხვალ დაკრძალავენ – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა. ექიმის ინფორმაციით, გამთენიისას პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაიჭრა.

პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სუს-ში.