„ტელესკოლა“ დღეიდან სრულად იწყებს მაუწყებლობას
„ტელესკოლა“ დღეიდან სრულად იწყებს მაუწყებლობას

ტელესკოლა“ დღეიდან სრულად დაიწყებს მაუწყებლობას.

საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლის“ გენერალური პროდიუსერის, თამარ ციციშვილის განცხადებით, ეთერი განახლდება გაკვეთილების ცხრილით, რომელიც ყველა გაკვეთილს მოიცავს და სასწავლო გეგმას მიჰყვება. მისი განმარტებით, „ტელესკოლის“ გაკვეთილების ფორმატი უცვლელი იქნება. კერძოდ, ყველა კლასისთვის თითო საგანში იქნება 15-წუთიანი გაკვეთილი კვირაში ერთხელ. თამარ ციციშვილის თქმით, ეთერში ასევე განთავსდება პროექტები, რომლებიც სასწავლო პროცესის დამატებითი რესურსია.

განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლაში“ კლასგარეშე სწავლებაც იქნება შესაძლებელი. ინგლისური ენის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მაყურებელს, რომელსაც ინგლისურის შესწავლა სურს. „ტელესკოლაში“ ასევე ნაჩვენები იქნება ფილმები ინგლისურ ენაზე.

ამასთან, ახალ სეზონზე „ტელესკოლაშიიწყება ორი ახალი გადაცემა: „ლიტერატურული ფრაგმენტები“ და „ჩემი საქართველო“.

ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომელიც 30 მარტს დაიწყო.

„ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი