ტელეკომპანია „იმედი“ დიმიტრი სამხარაძესა და გიორგი გახარიას შორის დაპირისპირების ვიდეოს ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ დიმიტრი სამხარაძესა და გიორგი გახარიას შორის დაპირისპირების ვიდეოს ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, კადრებში ასახულია, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ფაქტზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.