გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

09:25, 15.01.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

მსგავსი