თელავში, სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია

19:14, 28.02.2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ამჟამად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა.

ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა.

მსგავსი