თელავში, სოფელ რუისპირში ხანძარია [ვიდეო]

17:40, 28.02.2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი, მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა ამ დრომდე, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. უკვე დაიწვა რამდენიმე მიტოვებული შენობა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებით ეკიპაჟების მობილიზებას უკვე ახდენს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი