„თელავმა“ თბილისში ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
„თელავმა“ თბილისში ქულა გადაარჩინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მორიგ შეხვედრას „დინამო არენამ“ უმასპინძლა – „გაგრამ“ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტი „თელავი“ მიიღო და ფრეს დასჯერდა (1:1).

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და 34-ე წუთზე კაპიტნის, ვასილ ხოსიტაშვილის გოლით დაწინაურდნენ – ამ ეპიზოდში „თელავის“ მეკარემ საკმაოდ შორიდან დარტყმულ ბურთზე რეაგირება დაიგვიანა.

„თელავმა“ ანგარიში 83-ე წუთზე გაათანაბრა. გუნდის ახალწვეულის, ბექა ქავთარაძის ჩინებულ ფლანგური გადაცემაზე გურამ ყაველაშვილმა მცველს დაასწრო, მეკარეს აუღებელი დაურტყა და „თელავის“ მაისურით სადებიუტო ბურთი შეაგდო.

22 ტურის შემდეგ „თელავის“ აქტივში 27 ქულაა და გუნდი გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 23 ქულით მას ერთი პოზიციით ჩამორჩება.