„თელავმა“ ბელარუსული გუნდი დაამარცხა
„თელავმა“ ბელარუსული გუნდი დაამარცხა

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ თურქულ შეკრებაზე დღეს მეორე ტესტ-მატჩი გამართა – რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები ბელარუსის პრემიერლიგის წარმომადგენელს, „მინსკს“ დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით დაამარცხეს.

ამხანაგურ მატჩში ეროვნული ლიგის დებიუტანტი გუნდიდან გოლები ირაკლი რუხაძემ, გურამ სამუშიამ, ნიკა ბაშელეიშვილმა და ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანეს, „თელავმა“ კი 4:0 გაიმარჯვა.

თურქულ შეკრებაზე „თელავის“ მოთამაშეები სრული დატვირთვით, დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და ტესტ-მატჩებს კიდევ გაამრთავენ.