„დინამო თბილისმა“ 18 წლის ტალანტის სადებიუტო გოლით მოიგო #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ 18 წლის ტალანტის სადებიუტო გოლით მოიგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-6 ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. მთლიანად ტურში ძალიან ცოტა გოლი გავიდა, ამ ორ მატჩში კი მხოლოდ ერთი გოლი ვიხილეთ.

საბურთალომ“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 0:0. შეხვედრის მთავარი მოვლენა „საბურთალოს“ შემადგენლობაში გიორგი კოხრეიძის დაბრუნება იყო – 22 წლის თავდამსხმელი შარშან დაშავდა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს მხოლოდ ახლა დაუბრუნდა.

დინამო-არენაზე“ ლიდერების დაპირისპირება გაიმართა და ერთი გოლი გავიდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში ბევრი რამ შეცვალა. მესამეადგილოსანმა „დინამო თბილისმა“ ლიდერს, გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 18 წლის ლუკა გაგნიძის ანგარიშზეა, რომელმაც გორელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილს უხეში შეცდოამ არ აპატია და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა.

გაგნიძე ნიჭიერი ნახევარმცველია, იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, ახლა 19-წლამდელების წევრია, მიმდინარე სეზონში „დინამოს“ ფორმით ყველა მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ „დინამოს“ ფორმით გოლი პირველად გაიტანა.

ამის შემდეგ მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა, „დინამომ“ 1:0 მოიგო, 13 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე დაწინაურდა. „დილა“ (11) კი თბილისელებთან ერთად, ბათუმის „დინამოსაც“ (12) ჩამორჩა და მესამე ადგილზე დაქვეითდა.