მარცხი უზბეკებთან - „თელავში“ ორი ახალწვეულია
მარცხი უზბეკებთან - „თელავში“ ორი ახალწვეულია

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ კლუბთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

„თელავის“ მეტოქე საკონტროლო მატჩში უზბეკეთის სუპერლიგის „აგმკ ალმალიქი“ იყო, რომელმაც გასული სეზონი ჩინებულად ჩაატარა, ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და თასის ფინალშიც გავიდა, სადაც შოთა არველაძის ტაშკენტის „ფახთაქორთან“ ვერაფერს გახდა და დამარცხდა.

ამ გუნდში გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების ორი ყოფილი წევრი თამაშობდა – ნახევარმცველი გუჯა გრიგალაშვილი და ცენტრალური თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომლებმაც გუნდი დეკემბერში დატოვეს და გიორგი კუხიანიძესთან ერთად, უზბეკეთის სუპერლიგის სხვა გუნდში, „კიზილკუში“ გადავიდნენ.

თელაველებიდან გოლები ახალწვეულებმა, რატი არდაზიშვილმა და შოთა შეყილაძემ გაიტანეს. პირველი ეროვნული ლიგის გუნდმა უკრაინული „რუხიდან“ დაიმატა, ხოლო შეყილაძემ ახლახანს თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა. „საბოლოოდ, თელავმა“ დაძაბული შეხვედრა 2:3 წააგო.