კაშია ეროვნულ ლიგაში სეზონის ყველაზე უხვგოლიან მატჩში დაბრუნდა - „ლოკომოტივმა“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
კაშია ეროვნულ ლიგაში სეზონის ყველაზე უხვგოლიან მატჩში დაბრუნდა - „ლოკომოტივმა“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც გია ჭიაბრიშვილის გუნდმა „თელავს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონის ყველაზე სანახაობრივ და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„ლოკომოტივში“ დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

გურამ კაშიას დებიუტი „ლოკომოტივში“

თბილისელებმა მატჩი ჩინებულად დაიწყეს და შესვენებამდე მეტოქის კარი ორჯერ აიღეს. მე-18 წუთზე „თელავის“ კარში დანიშნული პენალტი „ლოკომოტივის“ საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად შეასრულა 1:0. 35-ე წუთზე კი, კუთხურის შესრულების შემდეგ ნიკა სანდოხაძემ მცველებს დააასწრო და მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა 2:0.

მეორე ნახევარი თელაველებმა ჩინებულად დაიწყეს და სხვაობა შეამცირეს – ბურთი საკუთარ კარში „ლოკომოტივის“ კაპიტანმა დავით უბილავამ ჩაჭრა. თბილისელებმა ორბურთიანი სხვაობა 73-ე წუთზე მალე აღადგინეს. „თელავის“ მცველის, პაბლო მალდინის გადაცემა მამია გავაშელშვილმა ჩაჭრა და ზუსტად დაარტყა. მაგრამ სულ რაღაც ოთხი წუთში „თელავის“ მოთამაშე ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო ჩინებულად შეასრულა და სხვაობა ისევ მინიმალურამდე შეამცირა 3:2.

საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ 3:2 მოიგო და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, „თელავმა“ კი პირველად წააგო და ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდმა 3-3 ქულა დააგროვა.

 

ლოკომოტივი – თელავი 3:2

06.03. 2021 – თბილისი – „დინამო არენა“

გოლები: 1:0 სიხარულიძე (18. პ), 2:0 სანდოხაძე (35. დარცმელიას პასით), 2:1 უბილავა (69. ავტოგოლი), 3:1 გავაშელიშვილი (73), შერგელაშვილი (77)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი – კაშია, გურეშიძე, სანდოხაძე, უბილავა – დარცმელია (60. სამურკასოვი), შონია – თ. კირკიტაძე (60. მჭედლიშვილი), ულად-ომარ იმრანი (78. იაკობიძე), კახაბრიშვილი (64. გავაშელიშვილი) – სიხარულიძე (78. ჭიაბრიშვილი)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

 

თელავი: ჩოჩიშვილი – ძოწენიძე (89. ხაბულიანი), ბერიაშვილი, ფაცაცია – ც. კაპანაძე (70. პაბლო მალდინი), ბაშელეიშვილი, ჯიქია (46. სოსიაშვილი), არდაზიშვილი, შერგელაშვილიინჯგია (46. რუხაძე), შეყილაძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

 

მთავარი არბიტრი: ა. აფციაური

გაფრთხილებები: ჩოჩიშვილი (40), გურეშიძე (75), იაკობიძე (90+4)

დატოვე კომენტარი