თელავის საკრებულოს წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თელავის საკრებულოს წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გრემელაშვილისთვის დამატებითი საპროცესო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებისა და ათი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

მიხელ გრემელაშვილს ბრალდების მხარე მეუღლესა და შვილების თანდასწრებით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე არასრულწლოვანი შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

მიხეილ გრემელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გრემელაშვილმა გამოძიების სწორად წარმართვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი