ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარუდგინეს
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარუდგინეს

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიებამ საქმის მასალები გრემელაშვილის ადვოკატს უკვე გადასცა. ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

თელავის რაიონულ სასამართლო მიხეილ გრემელაშვილის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.