თელავის მერი - აგრარული ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, რომ მოვაჭრეებმა აღებული პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ
თელავის მერი - აგრარული ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, რომ მოვაჭრეებმა აღებული პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ

თელავის აგრარული ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, მოვაჭრეებს დღეს აღებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობას ვაძლევთ,- ამის შესახებ თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბაზარი ადმინისტრაციამ თვითნებურად გახსნა და ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული არც მერიასთან, არც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და არც საკოორდინაციო საბჭოსთან, ამიტომ მოხდა ბაზრის ადმინისტრაციის დაჯარიმება წესების დარღვევის გამო.

„ბაზარი გაურკვეველი ვადით დღის ბოლოდან დაიხურება. ბაზრის ადმინისტრაციას წესებისა და რეგულაციების ჩამონათვალი გადაეცა, რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩვენ გვესმის მოვაჭრეების პოზიცია და ამიტომ, ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, რომ მათ აღებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ“, – აღნიშნა თელავის მერმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის ბაზრის ადმინისტრაცია 3000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზად ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ წესებისა და რეკომენდაციების დარღვევა დასახელდა.