თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან სამ საათში დაიკეტა, ბაზრის ადმინისტრაცია 3000 ლარით დაჯარიმდა
თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან სამ საათში დაიკეტა, ბაზრის ადმინისტრაცია 3000 ლარით დაჯარიმდა

თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან სამ საათში დაიკეტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის ბაზრის ადმინისტრაცია 3000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზად ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ წესებისა და რეკომენდაციების დარღვევა დასახელდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაზარში მომუშავე ადამიანების მიერ რეკომენდაციების დარღვევის ფაქტები დააფიქსირეს. ზოგ მოვაჭრეს პირბადე ნახევრად ეკეთა, ზოგსაც ხელთათმანი დაავიწყდა, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3000-ლარიანი ჯარიმა დაგვიწერა”, – აცხადებენ თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში.

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს თელავის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა, თუმცა ის გაურკვეველი ვადით დაიკეტა.