ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ტეხასის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციის კომისრის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდეა,  დაშავებული კი 25 ადამიანია.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სან ანტონიოს ფილიალის ცნობით, ადგილზე მათი აგენტები მუშაობენ, თუმცა თავდამსხმელის მოტივი დადგენილი ჯერჯერობით არ არის.

FBI-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი მოკლულია, ისინი სხვა ვერსიებზეც მუშაობენ.

შეიარაღებულმა პირმა საზერლენდ სპრინგსის არამუნიციპალურ ზონაში მდებარე პირველ ბაპტისტურ ტაძარში საკვირაო მესის დროს გახსნა ცეცხლი.