აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა

23:54, 05.11.2017

თავდასხმა მოხდა ტეხასის შტატში. შეიარაღებულმა პირმა საზერლენდ სპრინგსის არამუნიციპალურ ზონაში მდებარე პირველ ბაპტისტურ ტაძარში საკვირაო მესის დროს ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ეკლესიაში დაახლოებით 11:30 საათზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

როგორც ABC-ს ადგილობრივ ბიუროს პოლიციამ განუცხადა, სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ზუსტი რიცხვი ვერ სახელდება.

პოლიციის ცნობით, მოკლულია თავდამსხმელიც.

მსგავსი