თეირანში აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის დაკრძალვის ცერემონია იმართება
A handout picture provided by the office of Iran's Supreme Leader Ayatollah Ali Khamenei (front) shows him leading a prayer over the caskets of slain Iranian military commander Qasem Soleimani and Iraqi paramilitary chief Abu Mahdi al-Muhandis at Tehran University in the Iranian capital on January 6, 2020. - Mourners packed the streets of Tehran for ceremonies to pay homage to Soleimani, who spearheaded Iran's Middle East operations as commander of the Revolutionary Guards' Quds Force and was killed in a US drone strike on January 3 near Baghdad airport. (Photo by - / KHAMENEI.IR / AFP) / === RESTRICTED TO EDITORIAL USE - MANDATORY CREDIT "AFP PHOTO / HO / KHAMENEI.IR" - NO MARKETING NO ADVERTISING CAMPAIGNS - DISTRIBUTED AS A SERVICE TO CLIENTS ===
თეირანში აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის დაკრძალვის ცერემონია იმართება. სამგლოვიარო ღონისძიებას ათასობით ირანელი ესწრება. ცერემონიას ესწრება ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი.
სამგლოვიარო მსვლელობის მონაწილეები ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებენ.
ცერემოანიაზე სიტყვით გამოვიდა მოკლული გენერლის შვილი ზეინაბ სოლეიმანი. „შეშლილო ტრამპ, არ გეგონოს, რომ მამაჩემის სიკვდილით ყველაფერი დასრულდა“, – განაცხადა გენერლის შვილმა.
ყასემ სოლეიმანის ცხედარს დღეს ქალაქ ყუმში გადაასვენებენ. სამშაბათს კი მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.
გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.