თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

12:56, 04.07.2026

ირანში ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია დაიწყო.

თეირანში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პატივი მიაგონ ირანის უზენაეს ლიდერს, რომელიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კამპანიის დასაწყისში საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ხამენეის დაკრძალვის ცერემონია ექვსი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თეირანის შემდეგ ირანის ყოფილ სულიერ ლიდერს ყუმში გადაასვენებენ, რომელიც შიიტი მუსლმების წმინდა ქალაქია, შემდეგ მეზობელ ერაყში და საბოლოოდ მის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ირანის ოფიციალურმა პირებს არ დაუდასტურებიათ, გამოჩნდება თუ არა დაკრძალვის ცერემონიის რომელიმე ეტაპზე მოჯტაბა ხამენეი, რომელმაც შეცვალა მამამისი ირანის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე. ის უკვე თვეებია, საჯაროდ არ გამოჩენილა.

მსგავსი