თეირანის ერთ-ერთ კლინიკაში აფეთქების შედეგად, 19 ადამიანი გარდაიცვალა
ირანის დედაქალაქში, სამედიცინო დაწესებულებაში აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 19 ადამიანი გარდაიცვალა. არის რამდენიმე დაშავებული. როგორც ირანის სახელმწიფო მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, თეირანში აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
აფეთქების შედეგად კლინიკაში გაჩენილ ხანძარს სამაშველო სამსახურები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი ქალია. გარდაცვლილებს შორის არიან საოპერაციო განყოფილებაში მყოფი პაციენტები.