ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი და სტაბილური მოხსნა
კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი და სტაბილური მოხსნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
გებრეისუსის თქმით, შეზღუდვების მოხსნა კომპლექსური და რთული საკითხია, მაგრამ მზარდი შემთხვევების საპასუხოდ, სამხრეთ კორეას, გერმანიასა და ჩინეთს შესაბამისი სისტემები აქვთ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების მოსახსნელად ქვეყნები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და ისინი მზარდ შემთხვევებთან გამკლავებას შეძლებენ.
გაერო-ს ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის განახლების დროს ფიზიკური დისტანცირება უზრუნველყონ.