ტედი რინერმა სოციალურ ქსელში ადამ ოქრუაშვილთან შეხვედრის სურათი გამოაქვეყნა
ტედი რინერმა სოციალურ ქსელში ადამ ოქრუაშვილთან შეხვედრის სურათი გამოაქვეყნა

ძიუდოს ცოცხალმა ლეგენდამ ტედი რინერმა „ინსტაგრამში“ ადამ ოქრუაშვილთან შეხვედრის სურათი გამოაქვეყნა, 6 წლის წინანდელი შეხვედრა გაიხსენა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაამახვილა ყურადღება:

„პირისპირ ადამ ოქრუაშვილთან 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მონპელიეში. უკვე 6 წელი გავიდა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი კი ხვალ პრაღაში დაიწყება“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Teddy Riner (@teddyriner)

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 ნოემბერს, პრაღაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს და 21 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე – საქართველოს პირველ არხზე.