ძიუდო | გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებს – მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა მეოთხედფინალში უნგრელი ატილია უნგვარი იპონით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იტალიელ ატილიო ესპოზიტოს დაუპირისპირდება.

შავდათუაშვილი მეოთხედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ლავრენტიევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს შეჯიბრზე ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.