ტედი რინერმა სოციალურ ქსელში ადამ ოქრუაშვილთან შეხვედრის სურათი გამოაქვეყნა
ძიუდოს ცოცხალმა ლეგენდამ ტედი რინერმა „ინსტაგრამში“ ადამ ოქრუაშვილთან შეხვედრის სურათი გამოაქვეყნა, 6 წლის წინანდელი შეხვედრა გაიხსენა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაამახვილა ყურადღება:
„პირისპირ ადამ ოქრუაშვილთან 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მონპელიეში. უკვე 6 წელი გავიდა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი კი ხვალ პრაღაში დაიწყება“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 ნოემბერს, პრაღაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს და 21 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია.
წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზე – საქართველოს პირველ არხზე.