თეა წულუკიანი - თორნიკე შენგელიას, უსამართლოდ, დიდი შეურაცხყოფის ატანა მოუწია, რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა რომ გადაწყვიტა #1TVSPORT
თეა წულუკიანი - თორნიკე შენგელიას, უსამართლოდ, დიდი შეურაცხყოფის ატანა მოუწია, რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა რომ გადაწყვიტა #1TVSPORT

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საქართველოს ნაკრების ფორვარდის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შესახებ საუბრა:

„მიუღებელია ბულინგი იმის გამო, რომ ამა თუ იმ სპორტსმენმა სხვა ქვეყანის სახელით გამოსვლა აირჩია. ამის საუკეთესო მაგალითია კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელსაც უსამართლოდ დიდი შეურაცხყოფის ატანა მოუწია, როდესაც რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა გადაწყვიტა. ის წავიდა იმ პირობით, რომ საქართველოს ნაკრებში აუცილებლად ჩამოვიდოდა.

იგი პირველივე დაძახილზე გამოცხადდა ნაკრებში და, ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ პირველ რიგში მან, თანაგუნდელებთან ერთად მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი უკრაინასთან“.