თეა წულუკიანი - შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დღეში ასეულობით კიბერშეტევის მოგერიება ხდება
თეა წულუკიანი - შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დღეში ასეულობით კიბერშეტევის მოგერიება ხდება

საქართველოში განვითარებულია ინფორმაციული ტექნოლოგიები, ელექტრონული სერვისები და ელექტრომმართველობის არაერთი კომპონენტი არის მისაბაძი სხვა ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად გამოწვევებიც მაღალია.

„გამოწვევებიც არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს იქნებოდა, ჩვენ რომ ისევ ვმუშაობდეთ მხოლოდ ქაღალდებით. მსგავსი გამოწვევა დგას ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში. მთავარია, ამ გამოწვევას თვალი გავუსწოროთ და გვქონდეს ინსტრუმენტები კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საფრთხის პრევენციისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასეულობით კიბერშეტევის მოგერიება ხდება დღეში საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და პრევენციის რეჟიმში ამ შემოტევების მცდელობებზე რეაგირება, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ. რა თქმა უნდა, შემოტევის ახალ-ახალ მეთოდებს იგონებს ესა თუ ის მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომელიც ამავე დროს, პოტენციური დამნაშავეა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შესაბამისად, მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევებთან ბრძოლის ინსტრუმენტები კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს.

თბილისში კიბერუსაფრთხოებასთან და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს.