თეა წულუკიანი - საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში თუ ვინმეს ტროლი და ბოტი ჰქვია, ეს მიშა სააკაშვილია
თეა წულუკიანი - საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში თუ ვინმეს ტროლი და ბოტი ჰქვია, ეს მიშა სააკაშვილია

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ტროლებისა და ბოტების თემაზე „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის“ კვლევასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში თუ ვინმეს, ტროლი და ბოტი ჰქვია, ეს არის მიშა სააკაშვილი, რომელიც რეალურად ვერ მიხვდა, ვინ არის, სად არის, რა არის და რა უნდა აკეთოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ ტროლებისა და ბოტების თემაზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს გამართა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი გაბოძის განცხადებით, კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ ტროლებსა და ბოტებს ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

მისივე თქმით, აღნიშნულ მექანიზმს ყველაზე ხშირად პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავენ.