„სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა” ტროლებისა და ბოტების თემაზე კვლევის პრეზენტაცია გამართა
„სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა” ტროლებისა და ბოტების თემაზე კვლევის პრეზენტაცია გამართა

ტროლებისა და ბოტების მოქმედების თავისებურებებსა და მათ როლზე საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებაში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

„სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა” კვლევა როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე ჩაატარა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი გაბოძის განცხადებით, კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ ტროლებსა და ბოტებს ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

მისი თქმით, აღნიშნულ მექანიზმს ყველაზე ხშირად პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავენ.

კვლევის მიხედვით, სოციალურ ქსელებში კონკრეტული გვერდები და პერსონალური ანგარიშები სიძულვილის ენით ინფორმაციის გავრცელებაში გამოირჩევიან. ასევე, კვლევაში აღნიშნული, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრია ისეთი ინტერნეტ-სააგენტო, რომლებიც ყალბი ინფორმაციების გავრცელებაზე მუშაობს. გიორგი გაბიძის თქმით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება.

კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი