თეა წულუკიანი - სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული
თეა წულუკიანი - სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, პიერ-ალექსანდრე კრევომ, რომელიც გუშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნა, განაცხადა, რომ იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისივე შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს სააკაშვილის შეწყალების საჭიროებას“.

აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ პიერ-ალექსანდრე კრევოს არ აქვს უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. მათივე განმარტებით, ალექსანდრე კრევო საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას არასდროს იკავებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პიერ-ალექსანდრე კრევოს საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარადგინა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ „სამწუხაროა, რა სისწრაფით გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა პიერ-ალექსანდრე კრევომ საქართველოს პოლიტიკური სივრცის მახინჯი და უღირსი თვისებები“.