თეა წულუკიანი - კანდიდატების ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ პარტიები გააგრძელებენ უწყებათაშორის კომისიასთან მუშაობას
თეა წულუკიანი - კანდიდატების ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ პარტიები გააგრძელებენ უწყებათაშორის კომისიასთან მუშაობას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ კანდიდატების ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ პარტიები გააგრძელებენ უწყებათაშორის კომისიასთან მუშაობას.

„უწყებათაშორისი კომისიის სახელით მინდა ვთქვა, რომ იქნება ეს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, ორი პარტია, თუ უფრო მეტი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, აღარ დაესწროს კომისიის სხდომებს, არ ნიშნავს, რომ არ შეუძლიათ აზრი შეიცვალონ, ნებისმიერ დროს მომდევნო პროცესში შემოგვიერთდნენ ან გააგრძელონ, როგორც ეს წარსულში გაუკეთებიათ – სხდომებზე აღარ მოსულან, მაგრამ წერილობით რეჟიმში ძალიან ინტენსიური მუშაობა გაუგრძელებიათ. სინადვილეში, ეს ბოიკიტიც არ ყოფილა, რაც ძალიან კარგია. მათი კანდიდატების ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ეს პარტიები განსაკუთრებით გააგრძელებენ ჩვენთან ერთად მუშაობას“, – განაცხადა თელა წულუკიანმა.

უწყებათაშორისი კომისია დღეს „ნაციონალური მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ დატოვეს.

ამასთან, 14 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწყებათაშორის კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს.

7 სექტემბერს უწყებათაშორისი კომისიის წევრებს სხდომაზე მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათ სხდომამდე შეიტყეს, როდესაც უსაფრთხოების კონტროლის გავლისას ტელეფონები დაატოვებინეს.