თეა წულუკიანი - ეკა გიგაური და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია, პოლიტიკურ პარტიად ისე ჩამოყალიბდა, რომ ამას არ აღიარებს
თეა წულუკიანი - ეკა გიგაური და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია, პოლიტიკურ პარტიად ისე ჩამოყალიბდა, რომ ამას არ აღიარებს

ეკა გიგაური და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა ისე, რომ ის ამას არ აღიარებს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „გიგაური ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს განზრახ ამყოფებს სიღარიბეში, რათა შემდეგ არჩევნების დროს ჰქონდეს მანიპულაციის საშუალება, რამდენად შეიძლება, ასეთი არასამთავრობო არჩევნებზე იყოს ობიექტური დამკვირვებელი“.

წულუკიანის თქმით, „ეს არის ჩვეულებრივი დემაგოგია“.

„ვფიქრობ, დემაგოგია არის შესაფერისი ტერმინი ამ შემთხვევაში, ვინაიდან ქალბატონი ეკა და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა ისე, რომ ის ამას არ აღიარებს. შესაბამისად, პოლიტიკურ დემაგოგიასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა ეკა გიგაურის განცხადების შეფასებისას.