თეა წულუკიანი - დავით ბაქრაძის განცხადებას ჰქვია აღიარებული ღალატი, ვფიქრობ, მათ საარჩევნო ურნასთან კიდევ ერთხელ გავცემთ სათანადო პასუხს
თეა წულუკიანი - დავით ბაქრაძის განცხადებას ჰქვია აღიარებული ღალატი, ვფიქრობ, მათ საარჩევნო ურნასთან კიდევ ერთხელ გავცემთ სათანადო პასუხს

მორიგჯერ მოვისმინეთ უკვე დავით ბაქრაძისგან, რომ თურმე შეიძლება იყო ხელისუფლებაში ისე, რომ კომპრომისები აკეთო რუსეთთან საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე, ეს იყო მათი ფილოსოფია წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით წულუკიანი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

„კარგია, რომ ეს ხმამღლა ითქვა, როგორც იქნა, მათ რეალურად ჩამოიხსნეს ნიღაბი. ალბათ, შემთხვევით მოუვიდათ, მაგრამ ეს არის მათი რეალური სახე. დიახ, როდესაც ვერ აიცილეს აგვისტოს ომი, როდესაც ჩვენი ქვეყნის არაერთი სტრატეგიული ობიექტი სწორედ ოკუპანტ ძალას მიყიდეს, როდესაც ბევრს საუბრობენ იმაზე, თითქოს არიან ანტირუსები და ანტისაოკუპაციო ძალები, რეალურად არიან ისინი, ვინც ქართველ ხალხს ღალატობდა მუდმივად და აზეიმებდა უბედურებას, ეუბნებოდა, რომ სინამდვილეში გამარჯვებულები ვართო. ამას ჰქვია აღიარებული ღალატი და ვფიქრობ, მათ კიდევ ერთხელ  გავცემთ სათანადო პასუხს, როცა მივალთ საარჩევნო ურნასთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.