დავით ბაქრაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხელმოწერილ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - დოკუმენტში კომპრომისი იყო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც
დავით ბაქრაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხელმოწერილ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - დოკუმენტში კომპრომისი იყო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც

კომპრომისი იქ იყო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში წინა ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ რეზოლუციაზე – 1633-ზე საუბრისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ბაქრაძეს მიმართა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა საპარლამენტო გუნდმა დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას – 1633, რომლის შესახებაც ყოფილი მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ხელმოწერა იყო საქართველოს ღალატი.

„ამ დოკუმენტში ყველაფერი არის ძალიან კარგი, ერთადერთი პუნქტია, სადაც საუბარი არის ომის დაწყებაზე, სადაც არის შერეული ბრალი, რომ ქართული მხარეც მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში შემოსული რუსის წინააღმდეგ, ამიტომ კომპრომისი იქ იყო, რომ კი, ბატონო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი დამნაშავეა, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.