თეა წულუკიანი - დასანანია, როდესაც ირინა ენუქიძის ადვოკატი კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციით ხსნის 
თეა წულუკიანი - დასანანია, როდესაც ირინა ენუქიძის ადვოკატი კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციით ხსნის 

დასანანი და სამწუხაროა, როდესაც ირინა ენუქიძის ადვოკატი ხსნის თავის კანდიდატურას ზურაბ ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან შალვა შავგულიძის კანდიდატურის მოხსნის საკითხზე კოემნტირებისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა მას შემდეგ, რაც ოთარ კახიძე სხდომიდან გავიდა და კონსულტაცია გაუწია.

„სწორედ ეს ასპექტია ჩემთვის დასანანი, რადგან საბჭოს წევრებმა ერთხმად აღნიშნეს და სხდომის მიმდინარეობისას მოისურვეს მასთან სატელეფონო საუბარი, რაც შედგა და ჩემდა სამწუხაროდ მან ტელეფონითაც დაუდასტურა რომ, რადგან ოთარ კახიძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხსნიდა კანდიდატურას. მე  გამიჩნდა კითხვა, როდესაც პოლიტიკური პარტია და ადეიშვილის მოადგილე აყენებს კანდიდატურად შალვა შავგულიძეს, ირინა ენუქიძის ადვოკატს, ჩემს ყოფილ თანამებრძოლის და შალვა შავგულიძე, ირინა ენუქიძის ადვოკატი, ხსნის თავის კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციის საფუძველზე, ეს რა შეიძლება იყო თუ არა სამწუხარო და დასანანი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.