შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

„მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. მიუხედავად დასაბუთებული მოთხოვნისა, რომ სხდომა გახსნილიყო საბჭოს წევრებმა ეს არ გაითვალისწინებს. ისევ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს სხდომა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ არ მოისურვა, რომ დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პროცესისთვის, ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს მონაწილეობას”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძის კანდიდატურა „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საპროკურორო საბჭომ ერთი კანდიდატი უნდა შეარჩიოს.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კანდიდატებთან გასაუბრება დახურული იქნება, ხოლო კენჭისყისყრის პროცესი ღია. ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.