თეა ახვლედიანი - საერთაშორისო პარტნიორთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს
თეა ახვლედიანი - საერთაშორისო პარტნიორთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, ზაზა გახელაძისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯა ე.წ. სასამართლოსგან არის უკანონობა და ყველანაირ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება.

„ეს არის ერთმნიშვნელოვნად უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, განსაკუთრებით ადამიანის უფლების ევროპული სასამართლოს მიერ იანვრის გადაწყვეტილების ფონზე. ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა საქართველოს ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქე, რომელიც დღეს იმყოფება უკანონო პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის რეგიონის, ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, დაუყოვნებლივ და უპირობოდ იყვნენ გათავისუფლებულები“, – განაცხადა მინისტრმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.