თეა ახვლედიანი - ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება ცალსახად უშლის ხელს მშვიდობას
თეა ახვლედიანი - ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება ცალსახად უშლის ხელს მშვიდობას

ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება ცალსახად უშლის ხელს მშვიდობას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა რეგულარულ და ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.

„სამწუხაროდ, დღეს გაჟღერდა და დადასტურდა ინფორმაცია უკანონო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თაობაზე ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით.

ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა დღეს შეუფარდეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.