თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს თვითმხილველმა განუცხადა, ქალი მანქანაში ცუდად გახდა და გადმოსვლისას გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.