თბილისში თურქეთის საელჩოსთან დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისში თურქეთის საელჩოსთან დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისში თურქეთის საელჩოსთან დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის ორგანიზატორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები აია სოფიასთან დაკავშირებით ერდოღანის განცხადებას და ასევე საქართველოში მეჩეთების მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაუშვებელია აია სოფიას ტაძრის მეჩეთად ქცევა, რადგან ის ისტორიული ძეგლია.

თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხდა, რომ სტამბოლში აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად შესაძლოა, მეჩეთი ეწოდოს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შესაძლო ცვლილების შემდეგ შენობაში შესვლა ყველას უფასოდ შეეძლება.