აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად შესაძლოა, მეჩეთი ეწოდოს
აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად შესაძლოა, მეჩეთი ეწოდოს

სტამბოლში აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად შესაძლოა, მეჩეთი ეწოდოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, ტელეკომპანია „ტგრტ ჰაბერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შესაძლო ცვლილების შემდეგ შენობაში შესვლა ყველას უფასოდ შეეძლება.

„გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

აია სოფიას ისტორიულ ბაზილიკას, მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით, 1935 წლის შემდეგ მუზეუმის სტატუსი აქვს.